13:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 16:22:01, 580 ნახვა

რეგიონი
წელს პირველად მთიან აჭარაში მზარეულები გადამზადდნენ

ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, მენიუს დაგეგმვა და შედგენა, სამზარეულოს სანიტარული/უსაფრთხოების ნორმები და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ხულოში მზარეულებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგები კურორტ გოდერძისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მზარეულებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში წელს პირველად ჩაუტარა. პარალელურად საკომუნიკაციო ინგლისურს კურორტ გოდერძისა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები სწავლობენ. ტრენინგის მონაწილეებს ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ და მათ მთიანაჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

„მთიანაჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის გასულ წელს მთაში  124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა,  რაც ნიშნავს რომ მთიანი აჭარის პოპულარობა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარების პარალელურად ვანხორციელებთ აქტიურ ტრენინგ-პროგრამებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტებისთვის. იქნება ეს მენეჯმენტის, მზარეულების, საკომუნიკაციო ინგლისურის შემსწავლელი თუ სერვისის გასაუმჯობესებელი სხვა სასწავლო პროგრამები. სულ რამდენიმე წელია ისინი ჩართულები არიან ტურისტულ ბიზნესში და ბუნებრივია სწავლასა და განვითარებას საჭიროებენ, რათა სწორად შეძლონ სტუმრებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

წელს, მთიანაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ეტაპოპრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება. ჯამში, ბოლო წლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები 2000-მდე სექტორში დასაქმებულს ჩაუტარა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics