02:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 11:41:25, 1293 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველომ უნდა დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის

ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც განათლების მისაღებად ევროპულ საუკეთესო უნივერსიტეტებში მიდიოდნენ, შეძლებენ, სამშობლოში მიიღონ ასეთივე უმაღლესი, ევროპული ხარისხის განათლება, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში" ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში(ENQA) საქართველოს გაწევრიანების შეფასებისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქართული დიპლომების ევროპაში აღიარებას ნიშნავს.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაში სწორედ განათლებაა ნომერ პირველი პრიორიტეტი, რაც ემსახურება მიზანს, რომ საქართველომ  რეგიონში განათლების კერის სტატუსი უნდა დაიბრუნოს.

„რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური წარმატება, ეს არის წარმატება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა განათლება. ჩვენი სახელმწიფობერივი სტრატეგია არის ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი  სწორედ განათლებას ეთმობა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics