00:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 11:17:21, 1303 ნახვა

პოლიტიკა
„ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას“ - გიორგი შენგელია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს, სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

გიორგი შენგელიამ სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს ის პროექტები და გეგმები გააცნო, რომლებსაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

„დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს, სადაც, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გაზიფიცირებულია, ნაწილის გაზიფიცირება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. მათ, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათთვის განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ისინი სრულიად უფასოდ მოხდება გაზიფიცირება და ამ ჩასახლების ყველა დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირით ისარგებლებს. ასევე, სოფელ ოქტომბერში იგება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლხებოასთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, ჩვენი მუნიციპალეტის აქტიური ჩართულობით კი პრობლემა ოპერატიულად მოვაგვარეთ“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, ასევე,  აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics