|
2019-05-02 16:51:28, 1325 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი პანკისის მოვლენებზე: იქ სპეცრაზმი არ ყოფილა - ეს იყო გამოჩენილ აგრესიაზე საპოლიციო ძალების რეაქცია
„ამ ღონისძიებაში, როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, გამოძახებულ იქნა დამატებითი ძალები და ეს არ არის სპეცრაზმი, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას, პანკისში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, პოლიციისთვის მართლწესრიგის საკითხიმ არის უმნიშვნელოვანესი და პოლიტიკოსებისგან აღნიშნულ თემაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახლემწიფო იყო ვალდებული მშენებლობის დაწყებამდე მოსახლების ინფორმირება მოეხდინა. „ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი საკითხი და როდესაც ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის პანკისი ვიყენებთ პოლიტიკური ტემპერატურის ან პოლიტიკური ქულების ან სხვადასხვა რაღაც მიზეზების გამო, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლება მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში იძენს ისეთ განმარტებებს, როგორიც შეიძინა აქ, ეს არის უბრალოდ სამწუხარო. ახლა რაც შეეხება, კონკრეტულად თემას, თემა უნდა დავყოთ რამოდენიმე ნაწილად. რა თქმა უნდა, რაც ხდებოდა 21 აპრილამდე. თვითონ 21 აპრილი, რეაქცია და ის გეგმები, რომელიც არის 21 აპრილის შემდეგ. ჰესის მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო დაახლოებით 2 თუ 3 წლის წინ, ხოლო მშენებლობა შეჩერდა წელიწადნახევრის წინ, ეს იყო სხვადასხვა უწყებების კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა. როგორც ჩანს, ამ შეფასებებში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია რომ არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და შედეგად მივიღეთ ის, რაც არ შეიძლება. ახლა რაც შეეხება, კონკრეტულ მიმდინარეობას ამ საკითხის და ვეცდები, რომ გავშალო ის აქცენტები, რაც აქ იყო. თუ როგორ შეიძლება კერძო კომპანიის დასაცავად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდეს. შსს ეს არ აინტერესებს. როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაშია, ჩვენ გვეკისრება ვალდებულება მართლწესრიგის დაცვის და არა სადმე სპეცრაზმით შევარდნის. ერთი რამ მინდა გითხრათ, იქ სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა. ეს საერთოდ არ ყოფილა სპეცოპერაცია და როდესაც ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს და გვაქვს პარლამენტარის დიდი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი დადგენადია, ღია წყაროებში თუ არა შეგიძლიათ წერილი მოიწეროთ და მე გიპასუხებთ, რა ძალები, გვარებით, სახელებით, რა რაოდენობით იღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იყო ეს სპეცოპერაცია თუ არ იყო. იყო იქ სპეცრაზმი თუ არ იყო. როგორ მოხდა, ეს მოხდა მარტივად. ე.ი. 21 აპრილს, დილით, დაახლოებით 8-ის ნახევარზე კახეთის სამხარეულო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოკაციაზე, ამის კადრებიც არსებობს და შესაბამისად, ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა, ეს იყო რეაქცია იმაზე. ამ ღონისძიებაში, როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, გამოძახებულ იქნა დამატებითი ძალები და ეს არ არის სპეცრაზმი, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები, - აღნიშნა შს მინისტრმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)