00:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 15:26:24, 1306 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია გახარიას: როდის გადაწყვიტეთ, რომ პანკისში ადგილობრივ მოქალაქეებს დაუთმობდით?!

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსენენ ვიდეოკოლაჟი წარმოუდგინა, სადაც ბოლო პერიოდში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტი იყო ასახული.

ბოკერიამ ვიდეოკოლაჟს პირობითად „კადრები რეალითი შოუდან“ უწოდა.

„თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! - არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!“ - მიმართა ბოკერიამ გახარიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics