22:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 12:48:19, 1204 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი

 პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცე-პრემიერისა დ  შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას უსმენენ.

გახარიამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშს წარმოადგენს  და ასევე, ყველა შეკითხვას უპასუხებს.

„დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე  ამ ტრიბუნაზე ვდგავარ 1 წლის განმავლობაში და მაქვს პატივი მივმართო საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით, ჩვენ კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და შესაბამისად, ვეცდებით პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენი ძირითადი მიზანი დღეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები აქვს და  რა მიმდინარე პროექტები აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics