|
2015-01-22 18:39:12, 1584 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოვუწოდებ სამართალდამცავებს, სწრაფად გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. „რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმ ამბის მოსმენა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ. ეს არის მართლაც შემზარავი, შოკისმომგვრელი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ვინაიდან მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიწელა მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი გამოძიება“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მობილიზებულია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. „მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული სასტიკი მკვლელობა და რაც მთავარია, სწრაფად დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)