|
2019-04-23 10:17:11, 1368 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პანკისის მოვლენებზე: აგრესია სამართალდამცველების მიმართ მიუღებელია და ბუნებრივია, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხრობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა. პრემიერ- მინისტრის შეფასებით, მათ მიერ გამოჩენილი თავშეკავება ძალიანმაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. მამუკა ბახტაძე ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, სრულიად მიუღებელია. „ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთიყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინვიხილეთ - აგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე და პანკისის ხეობის მცხოვრებთა პატრიოტიზმზე. "არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუსოფელში, ხელისუფლებას არვგანუხორციელებია არც ერთივპროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა დ აეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება. მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)