|
2015-01-22 14:00:30, 2606 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის აეროპორტიდან უკრაინელი მებრძოლების გაყვანას უარყოფს
უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის აეროპორტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფრომაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, აეროპორტის ტერიტორიაზე ბრძოლა კვლავ გრძელდება. „ამ დროისთვის დონეცკის აეროპორტის ირგვლივ მიმდინარეობს სროლები, დონეცკის აეროპორტის შენობისა და ტერიტორიის ნაწილს, ისევ ჩვენი სამხედროები აკონტროლებენ“,-განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ სილიზნიოვმა. მისივე განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე, ახალი ტერმინალის შენობა თითქმის დანგრეულია და უკრაინელ სამხედროებს მისი დატოვება მოუწიათ. შეგახსენებთ, უკრაინულ მედიაში უკრაინული ბატალიონის „აზოვი“ განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის აეროპორტი დათმეს და პოზიციები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)