08:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:27:06, 1334 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია: საქართველოში ტურიზმი კვლავ სწრაფად მზარდი სექტორია

ტურიზმი კვლავაც სწრაფად მზარდი სექტორია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის ტანახმად, 2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7.9 მილიონი საერთაშორისო ჩამოსვლა (2016 წელთან შედარებით 18%-იანი ზრდა) დააფიქსირა, საიდანაც 4.1 მილიონი იყო ტურისტული ტურები (ღამისთევით) - 2016 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდა.

"შედეგად 2.4 მილიარდი ევრო შემოვიდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6.9%-ს შეადგენს. პროგნოზებით, 2018 წელი საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობით49 კიდევ ერთი რეკორდული წელი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგისა და საინფორმაციო საქმიანობამ სექტორის ზრდაში წვლილი შეიტანა. უცხოურმა ინვესტიციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების მშენებლობას ხელი შეუწყო. მთავრობა განსაკუთრებულად მხარს უჭერს ანაკლიის და ქობულეთის ზღვისპირა რეგიონებს და მაღალმთიან ქალაქ მესტიას საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და პოტენციური ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზების საშუალებით", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში. 

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics