08:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 12:03:28, 844 ნახვა

საზოგადოება
მოსახლეობის ჩართულობისა და მონიტორინგის მიზნით მერიამ ვებგვერდი built.tbilisi.gov.ge შექმნა

დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადშექმნილ ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

„დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვებგვერდი გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics