07:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 11:33:58, 878 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პოლიციას მოსახლეობის უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში

28 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა „NDI“-მ და „CRRC–საქართველო მედია“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევა სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ასევე ეხებოდა საქართველოში პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. აღსანიშნავია, რომ მაღალია საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება ქართული პოლიციის მიმართ და გამოკითხული მოსახლეობის 67% მას კარგად და ძალიან კარგად აფასებს.

საინტერესოა მსგავსი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში რა შედეგები აქვთ დასავლური ქვეყნების სამართალდაცვით უწყებებს.

ცნობილი კვლევითი ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევებით, აშშ-ში პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა ბოლო 25 წელში 52 %-იდან 64% ფარგლებში მერყეობს.

აშშ-ში, ბოლო პერიოდში ნდობის საშუალო მაჩვენებელი უბრუნდება ძველ მდგომარეობას - წერია „გელაპის“ კვლევაზე გამოქვეყნებულ სტატიაში. აშშ-ს პოლიციისადმი საზოგადოების ნდობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 2014 და 2015 წლებში საგრძნობლად დაიკლო: თუ 2013 წელს 57% შეადგენდა, 2014 წელს 53 %-მდე დაიკლო.

2015 წელს გაგრძელდა კლების ტენდენცია და ამერიკელ პოლიციელთა მიმართ დნობა 52%-მდე დაეცა. აშშ-ს პოლიციელთა მიმართ ნდობის ნიშნულმა თავის პირვანდელ მდგომარეობას მხოლოდ 2016 წლის ივნისში მიაღწია - 56-57 %.

ერთი შეხედვით, ამერიკელების ნდობა პოლიციის მიმართ სხვა ინსტიტუტებთან შედარებით საბოლოო ჯამში ინარჩუნებს სტაბილურობას. ბოლო 25 წლის მანძილზე საშუალო პროცენტული მაჩვენებელი აშშ-ს პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი 57 % დან 7 %-ზე მეტით არ გადახრილა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პროექტ SGI (მდგრადი მართველობის ინდიკატორი)-ის ფარგლებში ჩატარებულ გამოკითხვას პოლიციის მიმართ ნდობის შესახებ, საქართველოს მსგავსად, ლატვიაშიც მოსახლეობის 67% ენდობა პოლიციას, ხოლო პოლონეთში 66%. პოლიციისადმი ნდობის დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება რუმინეთსა(59%) და ბულგარეთში (46%).

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics