05:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 13:25:42, 1378 ნახვა

საზოგადოება
2020 წლისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგაძის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 

როგორც გორგაძემ განმარტა, გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის გამოცდების დიდი რაოდენობა. 

"პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და ფაქტობრივად, შედეგზე რაც გვინდა, რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ. გამოცდების ამ რაოდენობის გამო, გამოვლინდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი გამოცდების მომზადებაზე გადაერთო. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა“, - განაცხადა სოფო გორგაძემ.

მისივე თქმით, წელს მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, ხოლო მე-12 კლასში შენარჩუნდება და მათი მოხსნა 2020 წელს მოხდება. 

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მე-11 კლასში ჩაიჭრა ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, მათთვის ეროვნული ცენტრი გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს. სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics