|
2019-01-23 10:30:57, 1066 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N6 განკარგულების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. უწყების ცნობით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს მოიცავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ასევე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, მათ შორის სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც, ინფორმაცია მიეწოდებათ დაავადების გავრცელების რისკებისა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ყველა პირს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება. "ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციასა, ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით. მართალია, თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების, ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი. იმუნიზაციის მართვის წესების შესაბამისად, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ანტიშოკური საშუალებები და ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, როგორც პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გზით. პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)