01:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 15:16:18, 1333 ნახვა

საზოგადოება
ილია ელოშვილი N85 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N85 საჯარო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მერის მოადგილემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და ახლადგარემონტებული ჯგუფები დაათვალიერა.

„მინდა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება მივულოცო მშობლებს, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ბავშვებს. თბილისის ყველა ბაღი სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სკოლამდელი აღზრდა მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 180-ვე ბაღში, როგორც საჭირო სარემონტო  სამუშაოები, ასევე ყველა ის სადეზინფექციო სამუშაო ჩაგვეტარებინა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

ზამთრის არდადეგების პერიოდში, ზოგიერთ საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. N85 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ცალკე შენობაში გადატანა მოხდა, მის ადგილას კი ორ-სამწლიანთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური შესასვლელით, იზოლირებული საპირფარეშოთი და სათავსოებით, ახალი ოთახი მოეწყო. ბაგა-ბაღს ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო კაბინეტები დაემატა.

დედაქალაქში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უფასოდ იღებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics