2019-01-17 09:42:26, 4157 ნახვა
საზოგადოება
აფეთქებისას დაშავებული ხუთი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი რეანიმაციაში რჩება
დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
არასრულწლოვანს კალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა.
როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა, თამარ ყიყიშვილმა განაცხადა, საავადმყოფოში შეყვანილი 6 არასრულწლოვნიდან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათი გაწერა დღეს დილით მოხდა.
„შემოვიდა ექვსი პაციენტი 5 გაწერილია ბინაზე, ერთი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ექმიმმა.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
ავტორი: ,