|
2019-01-16 17:52:10, 801 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების ახალი სტანდარტი იუსტიციის სახლში − მეტი ხელმისაწვდომობა 400-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე; სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისათვის შექმნილი ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის; გადამზადებული, თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შშმ პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს − იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − შედეგები გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - მუნხტუია ალთანგერელი. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის წესებს განსაზღვრავს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს. სახელმძღვანელო შშმ პირთა საჭიროებების კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მომზადდა. მასზე მუშაობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის. პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და პროექტში ჩართული შშმ პირები. იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას საჯარო მომსახურების სისტემის დახვეწაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს გააუმჯობესებს.
(NS)
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)