|
2015-01-21 16:24:54, 1704 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო. შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც დღეს თბილისისა თუ რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები დგას. პრეზიდენტთან საუბრისას რექტორებმა ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ სასწავლებლების ავტონომიურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილისგან მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)