|
2015-01-21 10:50:47, 2135 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვეის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები შემოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება. მათივე ცნობით, დაკავებულმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქცია შენიღბულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)