|
2015-06-07 10:45:20, 580 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ამავე სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, საქართველოს მოქალაქეები - 1970 წელს დაბადებული ემზარ მ. და 1991 წელს დაბადებული ვახტანგ მ, სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი, 1962 წელს დაბადებული ნინა კ, სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. და 1983 წელს დაბადებული თამერ ი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე , 254 – ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)