|
2015-01-20 17:47:56, 1830 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: სამართალდამცავებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ალასანიას განცხადებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული. “მინდა მწუხარება გამოვთქვა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას. დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული!”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაჯალაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)