14:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 13:43:21, 535 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპმა ილია მეორეს ელიას ხსენების დღე მიულოცა

ელიას  (ილია) ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია-მეორემ, რომის პაპის ფრანცისკეგან მისალოცი წერილი მიიღო.
მისალოც წერილში კეთილ სურვილეთან ერთად, რომის პაპი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და მას დაუვიწყარს უწოდებს.
პაპი ფრანჩისკე იმედოვნებს, რომ ორივე მხარე შეინარჩუნებს მტკიცე სულიერ სიახლოვეს.
„რომის პაპი ფრანცისკე
მის უმწინდესობას და უნეტარესობას ილია II-ს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს
თქვენი ზეციერი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის ელიას ხსენების დღე წელსაც ნანატრ შესაძლებლობას მაძლევს გულითადი სალამი და საუკეთესო სურვილები გადავცე თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ღრმა მადლიერების გრძნობით ვიხსენებ საქართველოში ჩემი დაუვიწყარი ვიზიტის დროს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის მიცემულ პირობას, ვილოცოთ ერთურთისათვის. ვარწმუნებ თქვენს უწმინდესობას, რომ ერთგულად ვიცავ ამ პირობას, ვინარჩუნებ თქვენთან სულიერ სიახლოვეს და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ლოცულობთ ჩემთვის.
შევთხოვ ღმერთს, რომ უხვად მოგმადლოთ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და თქვენს მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა მიერ თაყვანცემული წმინდა ელიას მეოხებამ შეგვაძლებინოს შემდგომი წინსვლა სრული უფლისეული ერთობისაკენ.
კიდევ ერთხელ ვუდასტურებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს უღრმეს პატივისცემას და ჩვენი საერთო უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გიძღვნით ძმურ ამბორს.
პაპი ფრანცისკე“ - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics