|
2026-05-14 11:33:37, 9967 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა. „საქართველოში პრორუსული რეჟიმის რუპორებს - ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „PosTV-ს“ დღეს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი მოთხოვნა მე და ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა ელენე მეტრეველმა წარვადგინეთ. პრომოსკოვური ორბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ - ევროკავშირს საბოლოოდ შეუძლია მტკიცედ დაუჭიროს მხარი პროდასავლურ მიმართულებას საქართველოში, რათა შეასუსტოს პრორუსული ოლიგარქიის გავლენა, რომელიც ანადგურებს ქვეყანას“, - წერს ბრეიზა. ევროპარლამენტმა ტელეკომპანია სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)