04:45 - 06 Jun, 2026
|
2015-01-20 15:51:21, 2250 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე გაზნრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა
ური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე ააფეთქეს. ტელეკომპანიის ცნობით, იური ვაზაგაშვილი მაშინ ააფეთქეს, როდესაც ის გარდაცვლილი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. არსებული ინფორმაციით, დანაღმული საფლავი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)