|
2018-07-31 16:04:47, 555 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ იტალიის ტრენტოს და ცინცინატის უნივერსიტეტების მაგისტრს სამინისტროში სტაჟირების დასრულების სერტიფიკატი გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრმა და ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრმა ფრანჩესკა გოტარდიმ ორთვიანი სტაჟირება დაასრულა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მას პირადად შეხვდა და სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი გადასცა. ფრანჩესკა გოტარდი საქართველოში ცინცინატის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. სტაჟირების განმავლობაში, ფრანჩესკა გოტარდიმ წარმატებით ითანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ საპოლიციო თანამშრომლობას, შეხვდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართალდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათ სერვისებს გაეცნო. ფრანჩესკა გოტარდი პერიოდულად ესწრებოდა კანონპროექტების განხილვას პარლამენტში, ასევე შეხვედრებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტთან. იგი თემატურ კვლევებს ატარებდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ: ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის საკითხებზე. ფრანჩესკა გოტარდიმ, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე, ჩაატარა კვლევები საქართველოში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის პროცესში საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის როლის, კიბერ ბულინგისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, უწყებაში სტაჟირების მიზნით, კვლავ გეგმავს უცხოელი სტუდენტებისა და მაგისტრანტების მოწვევას.
(NS)
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)