12:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 18:07:47, 1099 ნახვა

საზოგადოება
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა.

სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება.

პროექტი საერთაშორისო ბრენდის - „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის“ გრანტის ფარგლებში უწევენ კონსულტაციას.

ჯგუფის ხელმძღვანელის, მარკ სელინის თქმით, ველობილიკის ორმხრივი ზოლი „ჰოლიდეი ინნ“-თან დაიწყება, სააკაძის მოედანს გაივლის და მთელ შარტავას ქუჩას მოიცავს. ამდენად, პეკინის გამზირისა და კოსტავა-შარტავას ქუჩების ველობილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და წრეს შექმნის. ველოსიპედისტებისთვის გათვალისწინებულია კომფორტული გადასასვლელები. სატრანსპორტო სქემა ველობილიკების ქსელის განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა.

კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითებისა და შშმ პირებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდება: სქემა ითვალისწინებს მერიასთან მდებარე ქვეითთა ხიდის დემონტაჟს და მის ნაცვლად ზებრა გადასასვლელის მოწყობას. ქვეითებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომი გახდება სააკაძის მოედნის გაზონი.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე იგეგმება შუქნიშნის პრიორიტეტული სიგნალის შემოღება, რაც ავტობუსების შეუფერხებელ და სწრაფ მოძრაობას უზრუნველყოფს. წინასწარი გათვლებით N150, N14, N29, N49, N51 და N87 ავტობუსების გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა. 

პროექტი შემდგომ ეტაპზე ავტობუსების ზოლის გმირთა მოედნამდე დაგრძელებას ითვალისწინებს. ახალი სქემა კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics