2018-07-27 17:27:40, 1042 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის ტყეში ნადირობისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხის ტყეში, სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის კაცის ცხედარი ამოიტანეს.
ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება უწყებაში 26 ივლისს, 15:28 საათზე შევიდა.
"ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ,