12:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:42:47, 649 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რიაონში კიდევ ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ფიტნეს ზონები ეწყობა.

მერიის ინფორმაციით, სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი გლდანის რაიონში კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა.

ფიტნეს ზონები ამჯერად, ანდრონიკაშვილის პირველ შესახვევში არსებულ სკვერში, გლდანის ა მ/რ-ის N62-63 კორპუსების, ვეკუას ქუჩა N10 კორპუსისა და გლდანის მე-3 მ/რ-ის N68ა-68ბ კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.

ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიაქაუტაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან  ერთად  დაათვალიერა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნეს ზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ მოწყობილ სივრცეებს. დღეს, კიდევ ოთხ მისამართზე, ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 12 ასეთი ზონა მოვაწყვეთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოები შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 274 ლარი გამოიყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics