12:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 18:05:34, 909 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი: ნესვის ორ ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო.

სააგეტნოს ცნობითმ, აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა.

„ამ ეტაპზე  ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის  ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა  480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ (ნორმა - 90 მგ/კგ).

აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ  სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20  ნიმუშის   ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics