|
2018-07-15 11:47:41, 984 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს
„იმ პირობებში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად, ასე ითქვა, პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი - ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი თქმით, 2016 წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ". პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მთავარი განმსაზღვრელია აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება. „გაჭიანურება არ ვიცი, მაგრამ მისი კომენტარები ჩემთვის იყო გაუგებარი. სიტუაცია არის მარტივი. ჩატარდა 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ". „ქართული ოცნება" ორი მესამედით ანუ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და მთავარი განმსაზღვრელი არის, ბუნებრივია, მოსახლეობის ნება, აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება. ასეთ პირობებში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად, ასე ითქვა, პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კითხულობს და სწორად კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს. არის მარტივი ვითარება, როდესაც პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, ვალდებულება ეს არის მოსახლეობის წინაშე ვალდებულება, იმ მოსახლეობის წინაშე, რომელმაც აჭარაში გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას" . ეს არის მისი ვალდებულება საზოგადოების, მოსახლეობის წინაშე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ის სწორად გააცნობიერებს კონსტიტუციას, სწორად წაიკითხავს კონსტიტუციას და იმოქმედებს ამ მოცემულობის შესაბამისად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)