|
2018-07-13 16:25:18, 891 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ბუნების დაცვას და, მეორე მხრივ, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. რაც შეეხება წყლის რესურსების მართვის პრინციპს, დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით თვისობრივი ცვლილებები განხორციელდება. "დაგეგმილია წყლის რესურსების მდგრადი მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. რეფორმის მიზანია მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობა. ამავე დროს, დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარებით თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აკვაკულტურის მიმართულების განვითარება", - აღნიშნა დავიტაშვილმა. მისივე ინფორმაციით, უახლოს მომავლში ადრეული გაფრთხილების სისტემა გაძლიერდება. "უმნიშვნელოვანესია სტიქიური მოვლენებით მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად ეფექტიანი ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სტიქიური უბედურების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მან აგრეთვე ფერმერთა კოოპერატივების, მცირე და საშუალო მეურნეობების და მსხვილი ინტენსიური საწარმოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. "სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობის მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვა წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში რეფორმები ტარდება კომპლექსურად ყველა მიმართულებით. დღეისათვის, მზარდია მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ევროპასთან სიახლოვე, განვითარებული სატრანსპორტო კავშირები, აგროსასურსათო პროდუქციაზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნის ზრდა, არსებული წარმოების შესაძლებლობები, საქართველოს მიმზიდველს ხდის აგრობიზნესის განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა მან.
(NS)
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)