2018-07-09 21:30:36, 1188 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ხადას ხეობაში მკვლელობის გამო შოკში ვართ
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ხადას ხეობაში მკვლელობის გამო შოკში ვართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუერთდებით ყველა იმ ქართველსა და ამერიკელს, ვინც გარდაცვლილების მეგობრები იყვნენ. სმიტების ოჯახს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობდნენ, თავისი წვლილი შეჰქონდა ეკონომიკურ განვითარებაში.
ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გრდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად", - განაცხადა ელიზაბეტ რუთმა.
ავტორი: ,