14:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-08 19:29:40, 804 ნახვა

პოლიტიკა
სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა 91 ხმით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 91 ხმით მხარი დაუჭირა  პარლამენტის დადგენილების პროექტს „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის 7 ივლისის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე".

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები:

·         საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა;
·         საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

პრეზიდენტის წარდგინება პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.

პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე საპარლამენტო ოპოზიციამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო პლენარული სხდომა გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics