2018-07-05 17:39:57, 959 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პარასკევს 6 ივლისს, 19:30 საათზე, ავლაბრის რეზიდენციაში (აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ავტორი: ,