13:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 16:42:38, 1296 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული სამინისტროების ახალი სახელწოდებები ცნობილია

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებათა პაკეტში 150 კანონპროექტია თავმოყრილი.

მიქელაძემ ასევე გაერთიანების შემდეგ, სამინისტროების ახალ სახელწოდებებზე ისაუბრა:

„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროში და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს, ის ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტროში და მისი სახელწოდება იქნება - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის სამინისტრო. განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო, შესაბამისად, მისი სახელწოდება იქნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics