20:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 11:59:49, 2193 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს წამება და მკვლელობა ედება ბრალად

თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს წამება და მკვლელობა ედება ბრალად.

Hurriyet-ის ინფორმაციით, ძმები გ. და გ. წ. თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც მათი თქმით, ასევე აწამეს.

დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჩელიქის შვილი. მან მეზობლებს დახმარებისთვის უხმო.

სამართალდამცველებმა თავდასხმის ადგილზე თურქეთის მოქალაქის გაკოჭილი ცხედარი დახვდათ. მისი მეუღლე და შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პოლიციამ გ. წ. დააკავა, ხოლო მეორე ძმამ გაქცევა მოახერხა.  დაკავებულმა ბრალი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ დამსაქმებელს მათი ვალი ჰქონდა და თავდასხმა ამიტომ გადაწყვიტეს. მისივე თქმით, მათ თურქეთის მოქალაქის მოკვლა არ სურდათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics