2026-07-13 23:59:18, 262 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს საომარი მოქმედებების განახლების და აშშ-ის სამხედროების მიერ ირანში სამიზნეების წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმების“ შესახებ, იტყობინება New York Times სახელმწიფოს მეთაურის წერილზე დაყრდნობით.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ. პარასკევს კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში... პრეზიდენტმა დაწერა, რომ 7 ივლისს აშშ-ის ძალებმა „თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს ირანში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, - წერს გაზეთი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,