19:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 11:03:01, 2472 ნახვა

მსოფლიო
კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მას უცნობმა პირმა ზურგში სამჯერ ესროლა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც, გამოაქვყნა. ის დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცია.

შს მინისტრის მრჩეველის და უმაღლესი რადის დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს  თქმით, მკვლელი, სავარაუდოდ, სადარბაზოში იმალებოდა და როდესაც ბაბჩენკო მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, ზურგიდან თავს დაესხა.

გერაშენკოს თქმით, მკვლელმა სამჯერ გაისროლა.  ამ დროს ჟურნალისტის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ჟურნალისტის მეუღლემ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ბაბჩენკო საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

პოლიცია მიმდებარე ტერიტორიიდან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას ცდილობს. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელს შესაძლოა, თანამონაწილეებიც ჰყავს.

აღნიშნულ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.

BBC-ის ცნობით, არკადი ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა.  მისი წიგნები 16 ენაზეა ნათარგმნი და 22 ქვეყანაშია გამოცემული.

2012 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. მას დემონსტრაციაზე მასობრივი არეულობის მოწოდებაში ადანაშაულებდნენ.

ასევე,  2017 წლის თებერვალში უსაფრთხოების მიზნით, პრაღაში გადასახლდა. შემდეგ საცხოვრებლად კიევში გადავიდა, სადაც ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა. ასევე აშუქებდა ჩეჩნეთის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics