18:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 22:48:38, 2780 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში თბილისში მიმდინარე მოვლენების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ნიუ-იორკი საქართველოსთვის - ვცეკვავთ თავისუფლებისთვის, ამ ლოზუნგით ხვალ, ნიუ-იორკში აქცია დაიგეგმა.  

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ბასიანს და ყველა იმ კლუბს, რომლებიც 12 მაისს სპეცრაზმა დაარბია.

„აღნიშნული ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მიზანი რეიდის იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერდით ხვალ 2 საათიდან ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ხვალ ცნობილი Day Party - Tiki Disco-ს ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს რომ ბანერებით შევიდეთ. ივენთის ბილეთების ბმული ნახეთ ქვემოთ (10$) სამწუხაროდ ბილეთის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდება. ვიცი, ბევრს უნდოდა გარეთ შეკრება, მაგრამ ეს ნებართვის მიღებასთან არის დაკავშირებული, რისი მოსწრებაც ვერ ხერხდება. ჩვენები პარლამენტთან ცეკვავდნენ - ჩვენ ბრუკლინიდან შევუერთდეთ“- ნათვქამია „ფეისბუქის“ ივენთის გვერდზე

ცნობისთვის,  აქცია ბერლინშიც გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics