20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:20:42, 2072 ნახვა

საზოგადოება
ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. 

გავრცელებული განცხადებით თანახმად, სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს წარმოადგენს.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 23 მაისს, დამტკიცებული სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, უვადოდ გამწესების სრულყოფილი სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.
საერთო სასამართლოების კორპუსი, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იმედოვნებს, მომავალზე გათვლილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი საკანონმდებლო დანაწესის უახლოეს მომავალში მიღებას, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ნოვაციების ზედმიწევნით შესრულება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics