14:02 - 22 Jul, 2026
|
2026-05-09 18:21:20, 5665 ნახვა
მსოფლიო
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა - პეტერ მადიარი ოფიციალურად გახდა უნგრეთის პრემიერი. ქვეყნის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონია რამდენიმე საათის წინ გაიმართა. მადიარმა ფიცი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობის წინ დადო. ამ დროს კოშუტის მოედანი ხალხით იყო გადავსებული. ფიცის დადების შემდეგ, უნგრეთის პარლამენტის შენობაზე აღიმართა ევროკავშირის დროშაც. ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, დიპლომატები და არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციური პარტიებიც. უნგრეთში თავიდან დაკომპლექტდა პარლამენტი და მთავრობაც. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში რეკორდული რაოდენობის 54 ქალი დეპუტატი განაგრძობს საქმიანობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)