20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:03:18, 1731 ნახვა

საზოგადოება
საჯარო მოხელეებისთვის ლიდერობისა და ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი გაიმართა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო მოხელეებისთვის ლიდერობისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ ტრენინგი  გაიმართა.

ტრენინგი „ლიდერობა და ზოგადი მენეჯმენტი" თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მას  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირები დაესწრნენ. 

სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილეთა ლიდერობის პოტენციალის განვითარებასა და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის საჭირო  უნარების განმტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებში მმართველობითი პროცესების ეფექტურობის ზრდას.

ტრენინგში ჩართული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელეები.

ტრენინგი განხორციელდა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით.
ღონისძიება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის  თანამშრომლობის პირველი გამოცდილებაა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics