20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 11:10:10, 1454 ნახვა

საზოგადოება
აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულება ელექტრონული სახით გაიცემა

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ვებგვერდ eAuction.ge-ს მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.

დაინტერესებული პირებისათვის, ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ.

მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს. ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს.

ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

პროექტი ფინანსთა სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601; 2 749649.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics