20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 15:29:07, 1532 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს  შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ  გიედრიუს პუოჯიუნასს აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. 

ასევე, შეხვედრაზე  განიხილეს  აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგებისა და  ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანიტარული სახის პროექტების  განხორციელების  შესაძლებლობები.  შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიტვის  საელჩო მომავალში  აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ლიტვის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის  მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics