18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:29:16, 1361 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორს, ჯენინ ვეინს შეხვდა.

მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა. აშშ-ის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა და ხანძარსაწინააღმდეგო მმართველობის სისტემის დანერგვა.

მინისტრმა შეხვედრაზე მთვარობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ორი სამინისტროს გაერთიანებით, რესურსების ეფექტიანი  გადანაწილება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს დარგების მდგრად განვითარებას და გაზრდის სექტორში დახარჯული სახსრების უფრო მეტად ეფექტიან მართვას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმილ სახელმწიფოს სტრატეგიის თანმიმდევრულ განხორციელების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორმა, ჯენინ ვეინმა აღნიშნა, ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და მთავრობის ინიციატივების განხორციელებაში დახმარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA).

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics