2018-02-22 10:44:31, 1478 ნახვა
საზოგადოება
22 – 23 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 23 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში 22 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 23 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +10, +12 გრადუსის ფარგლებში.
ავტორი: ,