|
2018-02-21 13:17:55, 1424 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „ვერე პალასში“ პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ქვეყნების: საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წამომადგენლებმა, შემუშავებული ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმები და ინდიკატორები წარმოადგინეს. ასევე, გაეროს ვროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ტყის მონიტორინგის სპეციალისტთა ჯგუფმა, პროექტში მონაწილე ქვეყნებს გამოცდილება გაუზიარეს, რაც გათვალისწინებული იქნება ტყის მდგრადი მართვის სისტემის შემუშავების პროცესში, რომელიც მომავალში გამოიყენება ტყის მართვის მონიტორინგისთვის, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშგებისთვის. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNECE/FAO-ს 7 ქვეყნის წარმომადგენელი (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია) ესწრებოდა.
(NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)