18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 12:50:28, 1396 ნახვა

საზოგადოება
არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი გაიხსნება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო მოედნის მოწყობა, განათებებისა და საპარკე სკამების მონტაჟი. სავალი ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყობა.

„ამ ეტაპზე, სკვერის დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება. სკვერის მშენებლობა აპრილში დასრულდება.

არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას საშუალება ექნება, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს.

ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ტაო“ ახორციელებს.  მიმდინარე წელს, რაიონში შვიდი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.


 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics