18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 16:43:12, 1922 ნახვა

საზოგადოება
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაზე იმსჯელა

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გასაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებით რეალიზებისთვის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს. 

ფორუმზე მხარეებმა ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, ადგილობრივ დონეზე რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინკლუზიური მომსახურებები, შშმ ბავშვების, მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკები, ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე არსებული მომსახურებები, სოციალური დაცვის პროგრამები, გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და მუნიციპალურ დონეზე მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სქემების შემუშავებაზე იმსჯელეს. 

ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება. 

სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის შემცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics