20:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 17:52:53, 1918 ნახვა

საზოგადოება
ხათუნა კასრაძემ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრეფიკინგის თემაზე გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური რაუნდი და დახურვის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მონაწილე სტუდენტებს ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ  შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ყოველწლიური შეჯიბრია სტუდენტებს შორის. წელს პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  37 სტუდენტი.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის საკითხებზე; ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტს. იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები. სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს დაცვის და  ბრალდების პოზიციები.

პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს  სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო ფინალში გადასული გუნდის წევრები თემატური ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.

იმიტირებული პროცესი პირველად 2016-2017 წლებში შედგა. აღნიშნულ პროექტს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics